რატომ ატეხეს სკანდალი მედია საშუალებებმა?!ანუ რახდება სინამდვილეში TV იმედში

რატომ ატეხეს სკანდალი მედია საშუალებებმა?!ანუ რახდება სინამდვილეში TV იმედში

  დილიდან ქართული მედია საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია "იმედი"-ს საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.თუმცა  არც  ტელეკომპანიის რომელიმე წარმომადგენელს და მითუმეტეს საინფორმაციო სამსახურის უფროსს აღნიშნულზე კომენტარი  არ გაუკეთებია.
  "ივერიონი" გთვაზობთ ტელე იმედის სიანფორმაცი გამოშვება"ქრონიკის"- წამყვანის თორნიკე კვერენჩხილაძის კომენტარს, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა:
"ხალხნო, ტელეკომპანია იმედში მსგავსი არაფერი არ ხდება. არავინ არსად წასულა. ყველანი ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში. ძალიან საინტერესო და განსხვავებული სეზონი გელოდებათ. დაგველოდეთ და ნუ კითხულობთ გაურკვეველი წარმომავლობის სააგენტოების ნიუსებს:) მადლობა ყურადღებისთვის!" აცხადებს კვერენჩხილაძე
  "ივერიონმა" ინფორმაცია უშუალოდ ჟურნალისტთანაც გადაამომწა.თორნიკე კვერენჩხილაძემ დაგვიდასტურა ის ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია სიცრუის ელემენტებს შეიცავს და რომ სამსახურიდან არავის არ უშვებენ. მითუმეტეს,  საინფორმაციო სამსახურს ამ ეტაპზე უფროსიც არ ფყავს!

 

 

 

 

 

ავტორი: თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: