მიხეილ სააკაშვილს თვითმფრინავსაც კი ართმევენ!

მიხეილ სააკაშვილს თვითმფრინავსაც კი ართმევენ!

ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის თვეში 800 000 იყოს გამოყოფილი.


ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. "ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრეზიდენტის თვითფრინავისთვის თვეში 800 000 იყოს გამოყოფილი. აუცილებელია მოხდეს ამის გადახედვა, არ არის გამართლებული 80 მილიონი დაუჯდეს ხალხს დამატებითი თვითმფრინავით პრეზიდენტის უზრუნველყოფა. თუ მოხდება ამ თანხების დაზოგვა, მომავალში აღარ განხორციელდება მსგავსი პროექტები," _ ამბობს ალასანია.


მინისტრის თქმით,  მთელი ბიუჯეტი ეფექტურად უნდა იყოს მიმართული ჯარისკაცების, სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებისთვის და არა ერთი ადამიანის ფუფუნებისთვის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: