ჟინვალის წყალსაცავთან სატვირთო მანქანების რამოდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას

ჟინვალის წყალსაცავთან სატვირთო მანქანების რამოდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას

  რუსეთისკენ მიმავალ კოლონას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას საპატრულო პოლიცია არ აძლევს. "რუსეთში მიმაქვს, სოკო. ტვირთი მალფუჭებადია. თუ კიდევ დიდი ხნით მომიწევს აქ ლოდინი პროდუქტი გამიფუჭდება და ვინ აგებს პასუხს ამაზე? აი დოკუმენტაცია, რომ ტვირთი მალფუჭებადია. ამას პატრულს რომ ვაჩვენებ მეუბნება, ეს ჩემი პრობლემა არ არისო", - განაცხადა ერთ-ერთმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა. "ამ ეტაპისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობს დილის 6:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე მხოლოდ იმის გამო, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ ასეთი განკაგულება გამოსცა, რადგან იქ არის არამდგრადი სეისმური ზონა", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

  ასევე შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ავტომობილების შეფერხების მიზეზი რამდენიმე კვირის წინ დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიაა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: