ჩიორა თაქთაქიშვილი: მთავრობის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ

ჩიორა თაქთაქიშვილი: მთავრობის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ

"ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს ერთი პარტია საკუთარ ხელშია აიღოს საკანონმდებლო ხელისუფლება", _ ეს განცხადება უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.


დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა გუბერნატორების დანიშვნის საკითხზე ისაუბრეს. მთავრობაში თანხმდებიან იმაზე, რომ გუბერნატორს პრემიერ-მინისტრი წარადგენს.


"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან პარალელური სრუქტურების შექმნის მცდელობად აფასებენ.


"ქართული ოცნების" მცდელობა, შექმნას ნებისმიერი პარალელური სტრუქტურები, არის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ცდილობს ერთი პარტია თავის ხელში აიღოს საკანონმდებლო ხელისუფლება და ახლა უკვე რწმუნებულის ინსტიტუტიც", _ განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.


მისივე თქმით, გუბერნატორების დანიშვნის ახალ ინიციატივას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: