ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ "ოქრიკას" პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ "ოქრიკას" პატიმრობა შეეფარდა

  ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

  აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მიიღო.


  შეგახსენებთ, გიორგი ოქროპირიძე დანაშაულს არ აღიარებს.

  ოქროპირიძემ 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, ოქროპირიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. "საზღვრის უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს.

  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად ოქროპირიძე 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: