გიორგი სიგუა: ეკლესიის სურვილი იყო "სნო" ყოფილიყო წყლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი!

გიორგი სიგუა: ეკლესიის სურვილი იყო  "სნო" ყოფილიყო წყლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი!

  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ეკლესიას სურდა რომ "სნო" ყოფილიყო წყლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ფესტივალის მიმდინარეობისას. მისივე თქმით, ეს საკმაოდ ძვირადღირებული ლოტია, თუმცა საპატრიარქო მას უფასოდ ითხოვდა.

  გიორგი სიგუას თქმით, ნიკიტა მარშუნოკსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეთანხმებაც შედგა, თუმცა მას შემდეგ, რაც სასულიერო პირებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და "სნომ" ლოტი ვერ მიიღო.

  სიგუამ ასევე ისაუბრა სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე.

  მე და მინისტრი კვირიკაშვილი დაგვიბარეს საპატრიარქოში მაღალი რანგის სასულიერო პირებთან შეხვედრაზე და გვითხრეს რომ ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის სოდომი და გომორი და სწორედ ამ ფესტივალის გამო დაკარგა უკრაინამ ყირიმი - აცხადებს სიგუა "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: