მიმდინარეობს იარაღის გადაცემის პროცესი, რომელიც პუტინს შეაჩერებს – ვალერი გელეტეი

მიმდინარეობს იარაღის გადაცემის პროცესი, რომელიც პუტინს შეაჩერებს – ვალერი გელეტეი

   ვალერი გელეტეი უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნებმა კიევისთვის იარაღის გადაცემის პროცესი დაიწყეს. "მიმდინარეობს იარაღის გადაცემის პროცესი, რომელიც პუტინს შეაჩერებს. ეს პროცესი დაიწყო და ვგრძნობ, რომ ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც უნდა ვიაროთ", - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 7 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნატო-ს 4-5 სექტემბრის სამიტზე მიღწეულია შეთანხმებები უკრაინისთვის სამხედრო მრჩეველებისა და იარაღის მოწოდების შესახებ აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ნორვეგიიდან. მოგვიანებითმკი პოლონეთის, იტალიისა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: