ნანა ფაჟავა:-"ხასაია უბადრუკო! ჩემი მტრობის გეშინოდეს, თორემ შე რა სამტრო ხარ!!!"-დანაშაულებრივ ქმედებებში შემჩნეული პოლიციელი სამსახურში აღადგინეს!

ნანა ფაჟავა:-"ხასაია უბადრუკო! ჩემი მტრობის გეშინოდეს, თორემ შე რა სამტრო ხარ!!!"-დანაშაულებრივ ქმედებებში შემჩნეული პოლიციელი სამსახურში აღადგინეს!

   ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, დანაშაულებრივ ქმედებებში შემჩნეული ზაზა ხასაია სამსახურში აღადგინეს, ამ საკითხზე ტელე და რადიო "ობიექტივის" ეთერში ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ და ულებადამცველმა კახა მიქაიამ ისაუბრეს. გადაცემის წამყვანმა ილია ჩაჩიბაიამ მაყურებელს ზაზა ხასაიას დანაშაულის ამსახველი კადრები აჩვენა.

   დღეს კი ტელეკომპანია "მაესტროს" სამეგრელოს ბიუროს ყოფილი ჟურნალისტი ნანა ფაჟავა ზაზა ხასაიას საჯაროდ მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

 

   -"ზაზა ხასაია, შენ მართლა უბადრუკო! 5 წლის წინ, ხომ გითხარი, გაზღვევინებ-თქო? სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც, არასოდეს შევეგუები ძალადობას! მოძალადე პოლიციელი დღეს ვერ უნდა მოხვდეს შსს რიგებში! ხასაია! შენ დღეს ვერ გახდები ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე, გარწმუნებ, ყველა შენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება! და თუ მაინც, შენი პროტეჟეებისთვისაც მოვიცლი...მიდი აბა, ახლაც გაავრცელე ხმები, დუმილის სანაცვლოდ "ფაჟავა დავკერე, პატივი ვეცი, ფული გადავუხადე.." შენ ხარ ის ერთადერთი პოლიციელი, ვისთანაც მეგის ქარდავა მართალი იყო. შენი კავშირები ნარკოდანაშაულთან და სხვა კრიმინალთან მაშინაც ცნობილი იყო. კიდევ გიმეორებ, და ეს არ არის შანტაჟი, როგორც შენი ერთ-ერთი "რეკომენდატორი" ფიქრობს, და არც პირადი ანგარიშსწორება, როგორც მეორე...ეს არის ძალადობა ჟურნალისტის მიმართ, რომელიც შენ და ლაშა ექონიამ ჩაიდინეთ და რომელიც საქართველოში არასოდეს უნდა განმეორდეს. მესმის, თუ რაოდენ "დიდია შენი დამსახურება" დღევანდელი შსს მიმართ. ისიც იცი, რომ საჯაროდ არ გამიხმაურებია, მაგრამ შენ ის უნდა გაგეკეთებინა, რადგან იმ ძალადობრივი რეჟიმის ერთი მთელი ნაწილი შენც იყავი....და კიდევ, როგორც ავრცელებ... ხასაია უბადრუკო! ჩემი მტრობის გეშინოდეს, თორემ შე რა სამტრო ხარ!!!!!"

"2014 წელი.  სამართალდამცავის ძალადობა ჟურნალისტზე!!!"

 

 

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: