ვინ უწყობს პროვოკაციას დავით მედულაშვილს და რატომ იხდის ბოდიშს „არგუმენტი“?!

ვინ უწყობს პროვოკაციას დავით მედულაშვილს და რატომ იხდის ბოდიშს „არგუმენტი“?!

ინტერნეტ გამოცემა „არგუმენტმა“ „სარწმუნო წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მედულაშვილმა თითქოს 110 000 დოლარიანი მანქანა შეიძინა, ხოლო „ბლატნოი“ ნომრის აღებაში 10 000 გადაიხადა.

აღნიშნულს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსის მაგდა პოპიაშვილის გამოხმაურება მოჰყვა. სხვათაშორის, აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა ინტერნეტგამოცემა „არგუმენტმაც“.

„ივერიონი“ თავად დავით მედულაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა მას.

- ბატონო დავით, ინტერნეტ გამოცემა „ არგუმენტში“  გავრცელდა ინფორმაცია, სადაც „ ირკვევა, რომ თქვენ თითქოს 110  ათას დოლარიანი მანქანა შეიძინეთ და ზედ 10 ათას  დოლარიანი ნომერიც მიაკარით. რამდენადაც  ვიცით, თქვენ უარყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას....

- მე კი არ ვუარყოფ ჩემო კარგო, ეს არის სრული აბსურდი. მაგდა პოპიაშვილის კომენტარი არ წაგინახავთ? მანდ  გარკვევით წერია ყველაფერი - მაგდამ ყველაფერი გადაამოწმა ჯერ საპატრულოში, შემდეგ myauto-ს ადმინისტრაციაშიც.

 ეს წინასწარ დაგეგმილი პროვიკაციაა - გადაუმოწმებელი ინფორმაცია დაწერეს და ხალხიც აყვა. იმდენად გავღიზიანდი, რომ... არვიცი ასეთი რამ თუ შეიძლება ადამიანზე გადაუმოწმებლად დაწერო.  როცა რამეს გაიგებთ და გადაწყვეტთ, რომ უნდა გამოაქვეყნოთ, იქნებ გადაამოწმოთ ინფორმაცია და არ შეიყვანოთ მკითხველი შეცდომაში. მასე მონიკა ბელუჩის სურათიც მაქვს გაზიარებული და რა, მონიკას ცოლად მოყვანა მინდა?!

მანქანის სურათი უბრალოდ გავაზიარე სოციალურ ქსელში.  შეთხზეს ვიღაც ვიღაცეებმა რომ თურმე მიყიდია 110 ათასიანი მანქანა, არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა და ვისი ინიცატაივაა. არც ის გამოცემა  ვიცი, არც მისი ხელმძღვანელები  ვინ არიან. თუ დაინტერესდებით ფაქტის გადამოწმება შეიძლება. ეს მანქანა არც გაყიდულია და myauto.ge-ზე დევს, სურათსაც თუ დააკვირდებით, აქვს წარწერა myauto.ge

- თქვენ ეს ფოტო გააზიარეთ ალბათ იმიტომ, რომ მოგწონთ მანქანა და სამომავლოდ გაქვთ სურვილი რომ შეიძინოთ?!

- არნაირი სურვილი არა მაქვს მანქანის შეძენის და არც მაგის  საშუალება მაქვს.

- თქვენი აზრით, ვისგან წამოვიდა ეს პროვოკაცია?

- არ ვიცი, ალბათ ისევ „ნაციონალური მოძროაბიდან“, დაუძინებელი მტერია ჩემი,  ყველამ კარგად იცის, რომ ამხელა ფასიან მანქანას და ასევე ამხელა ფასიან ნომრებს მე ვერ შევიძენ და თან, როცა საჯარო მოხელე ხარ, მითუმეტეს, ვერ შეძლებ ყიდვას. უბრალოდ სურათი  მედო გვერდზე და ამას მოაყოლეს მთელი ეს აჟიოტაჟი.

- თქვნი მხრიდან  ამ ფოტოს ატვირთვა  ინტრიგის ჩაგდებას ხომ არ უკავშირდება?

- არვითარი  ინტრიგა, უბრალოდ მე ფეისბუქზე გაზიარებული მაქვს myauto-ს  გვერდი და  გავაზიარე ეს ფოტოც. თან კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არანაირი კომენტარი არ დამიწერია, შეიძლება მეგობრბემმა და ახლობლებმა  რაღაც დააკომენტარეს და ამას მოაბეს ეს ამბავიც. თუმცა, ამის გადამოწმება ძალიან ადვილი იყო ჩემთანაც და myauto-ს ადმინისტრაციაშიც.

- სააგენტო „არგუმენტმა“ ბოდიში მოიხადა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშუქებისთვის...

გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, ჩემთვის პირადად არავის არ მოუხდია ბოდიში.

ისე, გირჩევთ ჟურნალისტებს, უხერხულობაში რომ არ ჩავარდეთ და ბოდიშის მოსახდელად არ გქონდეთ საქმე, ყოველთვის გადამოწმებული ინფორმაცია უნდა გაავრცელოთ!

„ივერიონი“ გთავაზობთ „არგუმენტის“ მიერ დამატებით გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ბოდიშს იხდის:

„არგუმენტი“

ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი“ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის.

რამდენიმე წუთის წინ “არგუმენტმა” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით მოდულაშვილმა 110 ათას დოლარიანი პორშე პანამერა იყიდა.

„არგუმენტს“ წყარომ ავტომანქანის რამდენიმე ფოტო მასალა გამოუგზავნა, თავად დავით მოდულაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიდან, რის შემდეგაც ინტერნეტ გამოცემამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც იმ დროისთვის დაუზუსტებელი იყო.

თუმცა რამდენიმე წუთში “არგუმენტმა” ინფორმაციის გადამოწმება დაიწყო, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცრუ იყო.

ასევე გთავაზობთ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის კომენტარსად:


„ინფორმაცია, რომელიც argumenti.ge-მ გაავრცელა, არის ცრუ და სინამდვილეს არ შეესაბამება! როდესაც მის ერთ-ერთ რედაქტორს დავუკავშირდი და ვთხოვე, ეთქვა ვისთან გადაამოწმა ინფორმაცია (მერიის პრესსამსახურთან თუ თავად ობიექტთან, ვისზეც ინფორმაცია გაავრცელა), მან განმიცხადა, რომ თურმე ჟურნალისტური წესია, რომ ჯერ ინფორმაცია გაავრცელოს, ხოლო შემდეგ გადაამოწმოს. ასევე, მოვთხოვე, რომ წაშალონ ინფორმაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მოიხადონ ბოდიში, რაზეც პასუხად მივიღე, რომ ამ საკითხს განიხილავენ. მხოლოდ Irakli Managadze -სთან საუბრის შემდეგ ეს ინფორმაცია სააგენტოს გვერდიდან წაიშალა და როგორც მითხრა, შემდგომი რეაგირებაც იქნება.
ახლა კი, იმისათვის, რომ ძალიან მარტივად დარწმუნდეთ ამ ინფორმაციის სიცრუეში, რამდენიმე ლინკს ვდებ. 1. ამ მანქანის ფოტო გამოქვეყნებულია ფბ-ს ერთ-ერთ გვერდზე, რომელსაც ჰქვია "ბლატნოი ნომრები"; 2. ეს მანქანა ამ წუთში დევს myauto.ge-ზე და იყიდება. მანქანას ყიდის ვინმე თორნიკე, რომელსაც ამავე საიტზე მითითებულ ნომერზე სწორედ ახლა ველაპარაკე. მან მითხრა, რომ მანქანა მისია, მასზეა გაფირმებული, ყიდის და ჯერ არავის უყიდია (ამაში სავარაუდოდ ის ჟურნალისტებიც დარწმუნდით, ვისაც ჩემამდე ამ საღამოს მასთან დაგირეკავთ). 3. რაც შეეხება მედულაშვილს, მან თავის ფბ გვერდზე მხოლოდ ეს ფოტოები გამოაქვეყნა და არსად დაუწერია, რომ იყიდა. ჟურნალისტმა ასეთი დასკვნა მხოლოდ კომენტარებიდან გამოიტანა. სამწუხაროა, მართლა ძალიან სამწუხარო - აცხადებს მაგდა პაპუაშვილი.




საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: