დევნილთა პროტესტით თაღლითების მართვადი ჯგუფი ხეირობს

დევნილთა პროტესტით   თაღლითების  მართვადი  ჯგუფი ხეირობს

ბოლო კვირის მანძილზე თვალშისაცემად გააქტიურებული პროტესტი საკუთარი სოციალური პირობებით უკმაყოფილო და შეჭირვებული ადამიანებისგან საზოგადოების დიდ ნაწილში უკვე ეჭვს იწვევს. ეჭვის საფუძველი, რა თქმა უნდა, არსებობს  და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის თაღლითებიც იყენებენ . ამ დღეებში მათი გააქტიურება კონკრეტული ინტერესების გამოვლენა და ორი კურდღლის ერთად დაჭერის მცდელობაა, – ასე მიაჩნია წყაროს, რომელიც "ივერიონს" დაუკავშირდა.
ისინი იმართებიან მერიის ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმ  კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და ძალების მიერ, რომლებიც თავს დამოუკიდებელ, თანაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებად ასაღებენ და, ამ დროს ყოფილი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან იმართებიან. ამ პოლიტიკურ სუბიექტებს მჭიდრო ურთერთობა და გავლენა აქვთ ლტოლვილებზე და ხშირად იყენებენ საზოგადოების ამ ნაწილს საკუთარი ინტერესებისა და გავლენის სფეროების გასაძლიერებლად.


ლტოლვილთა და სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელით მოქმედი  ჯგუფები  ჩვეულებრივი თაღლითების ხელით იმართებიან, რომლებიც, შესაძლოა, დანაშაულებრივ  გარიგებაში  იყვნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ის პირი აცხადებს,  ვისაც, თავის დროზე, ამგვარი ჯგუფის ქმედებების  მედია–ლობირების სანაცვლოდ თბილისში საუკეთესო საცხოვრებელ ფართს სთავაზობდნენ.


სააგენტოს წყაროს განცხადებით, ერთ–ერთი ასეთი ჯგუფის მთავარი გამწევი ძალა და ორგანიზატორი  წალენჯიხაში დაბადებული და გალის რაიონში გათხოვილი  ვინმე ელისო ჩხვირკიაა, ის წალენჯიხელ დებ  მითაგვარიებთან ერთად მოქმედებს.  


აღნიშნული ჯგუფი თბილისში დიდი ხანია  მოქმედებს და ხელს ითბობს   სხვა ადამიანების საკუთრების უფლებების დარღვევითა და სახელმწიფო საკუთრების მითვისებით.


"ივერიონის" წყარო აცხადებს, რომ არსებობს დევნილების და მათთან მიტმასნილი არადევნილების ჯგუფი, რომლებსაც  აქვთ სრული ინფორმაცია თბილისში  არსებულ აუთვისებელ  და დაკეტილ უძრავ ქონებაზე.  ჯგუფი  მოძრაობს ორგანიზებულად, უნებართვოდ ტეხავენ ფართს, შედიან და იკავებენ სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებას.  ხშირ შემთხვევაში, გაურკვეველია, რომელი კანონის საფუძველზე,  ისინი ამ ფართებს საკუთარ სახელზე იფორმებდნენ და მერე ყიდდნენ.


 2002-2003 წლებში "ივერიონის" წყაროსაც ჰქონდა შემოთავაზება მსგავს "აქციაში" მონაწილეობის და თუ ამ ყველაფერს სატელევიზიო გაშუქებით უზრუნველყოფდა, სანაცვლოდ კარგ ოთახსაც პირდებოდნენ.   სავარაუდოდ, ამ დღეებში მიმდინარე მსგავს ფაქტებშიც ამ ჯგუფის ხელი ურევია. ამ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც სოხუმის ჩაწერა აქვთ სტუდენტობის დროინდელი და ამით სოლიდურად სარგებლობენ. ჯგუფი აყენებს აპრობირებულ პირობას – წასასვლელი არსად აქვს, ან უნდა მისცენ უფლება დარჩენის, ან არა და დააბრუნონ აფხაზეთში...


შევარდნაძის პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო ფართების დაკანონებისთვის. ეს მაშინდელი ხელისუფლებისთვის ამ ადამიანების თავიდან მოშორების საუკეთესო საშუალება გახლდათ. აღნიშნული ჯგუფი არა მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით იყო დაკავებული, არამედ სარფიანად ჰყიდდა  უკანონო გზით დაკავებულ ფართებს. თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მათ ფართების დაკანონება შეეზღუდათ. იყო  დაუკანონებელი ფართის გაყიდვის შემთხვევები.  ფაქტობრივად, ეს ადამიანები დაკავებულები არიან თაღლითობით.  რამდენიმე  ადამიანმა შეისყიდა კიდეც  ამ ჯგუფისგან ფართი, გაარემონტა  და შემდეგ იქაურობის დატოვება მოუხდათ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: