იპოთეკით დაზარალებულთა არმია და სუიციდის სერია საქართველოში!

იპოთეკით დაზარალებულთა არმია და სუიციდის სერია საქართველოში!

  დღეს ბინიდან გამოსახლების გამო   მოქალაქე ვაჟა წითაშვილმა თვითმკვლელობა სცადა და დანა გულში ჩაირტყა.
 ამ ფაქტს "იბერიელთა კავშირი"-ს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და დაზარალებულის სანახავად ღუდუშაურის კლინიკაში წავიდნენ, სადაც პროტესტი გამოხატეს
დაზრალებულების მხარდასაჭერად მივიდა "სოციალ დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვახტანგ ჯორდანიაც.
  "იბერიელთა კავშირის" წარმომადგენლებმა ღუდუშაურიდან იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლეს. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ.შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ არაერთხელ მიმართა სხვადასხვა უწყებას იპოთეკართა პრობლემების მოსაგვარებლად. როგორცაქციის მონაწილეები აცხადებენ,  ხელისუფლება იპოთეკართა პრობლემით  არც დაინტერესებულა.
როგორც "ივერიონისთვის"  გახდა ცნობილი, ქალბატონი, რომელსაც ასევე გამოსახლებას უპირებენ, თავის დაწვით იმუქრება და იმ შენობას დაწვასაც აპირებს, სადაც ის ამ დროისთვის თავს აფარებს!
  სამინისტროში ჟურნალისტებს თავიდან მუშაობის საშუალება არ მოგვცეს, ხოლო  შემდეგ თავიანთი პრესამსახური გამოიყვანეს და პირად ფოტოგრაფს დავალება მისცეს აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებისთვისაც ფოტოები გადაეღოთ,როცა ვკითხეთ, თუ რაში ხედავდნენ ამის აუცილებლობას,  ფოტოგრაფმა გვითხრა, რომ ის იღებს ყველაფერს, რაც ხდება იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე
  როგორც "იბერიელთა კავშირის" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს"დღეს დილის თერთმეტ საათზე ჩანიშნული იყო ვაჟა წითაშვილის გამოსახლება. ჩვენ, "იბერიელთა" კავშირის წარმოამდგენლები წავედით დასახმარებლად იქნებ რამდენიმე დღით მაინც შეგვეჩერებინა გამოსახლება. თუმცა, არაფერი გამოგვიდა.როცა აღსრულების წარმოამდგენლებმა დაიწყეს გამოსახლება, ეს ადამიანი გახდა ცუდად .გამოვიძახეთ სასწრაფო არ ვიცით, როგორ და რანაირად მოახერხა, უცებ დანა ჩაირტყა გულმკერდის არეში...   საბედნიეროდ გადარჩა. ამ მომენტში ღუდუშაურის საავადმყოფოსია გადაყვანილი. ჯერ არ ვიცით, ოპერაცია დასჭირდება თუ არა,ამ ადამიანს სახლიც არ აქვს,  რომ გადარჩება და გამოწერენ, არ ვიცით, სად უნდა წავიდეს.ჩვენ ვესაუბრეთ ბესელიას წარმოამდგენელს ირაკლი კვეზერელს, თუმცა, შედეგი არაფერია "
  "მე ვარ იპოთეკით დაზარალებული. .ფაქტიურად გამოსახლებული ვარ ბინიდან. გადაფორმებულია იპოთეკარზე. ამჟამად ვცხოვრობ ნახალოვკაში, ბაზრის ტერიტორიაზე. არც წყალი  მაქვს, არც გაზი და არც ელექტრო ენერგია,აქედანაც მიპირებენ გამოსახლებას, როგორც კი მოვლენ აღმასრულებლები და გამოსახლებას დამიპირებენ, იმ საცხოვრებელსაც დავწვავ და თავსაც დავიწვავ" აცხადებს იპოთეკით დაზრალებული ციური ბალაზაშვილი

 


                                                                                                   თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: