„გავყიდი დედას, გავყიდი მამას“!.. „ნაცმოძრაობა“ თუ მოითხოვს ამას!

„გავყიდი დედას, გავყიდი მამას“!.. „ნაცმოძრაობა“ თუ მოითხოვს ამას!

დიახ, ავადსახსენებელი ბოლშევიკების ცნობილი ტერმინის პერიფრაზირება ზუსტად მიესადაგება დღეს აჭარაში შექმნილ სიტუაციას.

როგორც ადგილობრივმა ჟურნალისტმა (რომელმაც გართულების თავიდან აცილების მიზნით საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა) მოგვითხრო, აჭარაში სწორედ ისეთი სიტუაციაა, როცა იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანსო... საჯარო სამსახურებში მოძალადე და ტვინგამოცლილი ელემენტები პარპაშობენ თურმე და ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად (მათ შორის, ბევრია „გაოცნებული“ ნაციონალებიც“), რომელთაც ღრმად აქვთ ფესვები გადგმული რეგიონში.

აჭარელი ახალგაზრდა კოლეგა ჰყვება, რომ „ნაციონალები“ თინეიჯერული ასაკის ახალგაზრდებს ქირაობენ თურმე კომპრომატების მოსაპოვებლად და თითოეულ მასალაში 50 ლარს უხდიან. თუ კომპრომატი ძალიან ღირებულია, ფასიც შესაბამისად იწევს. თინეიჯერები იმდენად არიან მოწამლულები და გაწაფულები ამ საქმეში, საკუთარ ოჯახის წევრებსაც არ დაინდობენ, ოღონდ, ფული იშოვონ - კომპრომატების მოპოვება ხდება აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით და მერე ერთად „ბაზაში“ იყრის თავს.

ერთ ახალგაზრდას, რომელიც ამ საქმეს ალღო კარგად აუღო თურმე, ჩვენი რესპოდენტისთვის უთქვამს: თუ საჭირო იქნება „მამასაც გავყიდი, დედასაც გავყიდიო“, ფული რატომ უნდა დავკარგოვო.

დიდი მისნობა არ სჭირდება იმის გარკვევას, თუ რისთვის სჭირდებათ „ნაციონალებს“ კომპრომატები და რატომ არიან ასეთი „გულუხვები“...

მე უფრო იმ ახალგაზრდების ბედი მაფიქრებს, 50 ლარად დედ-მამას რომ გაყიდიან და თვალსაც არ დაახამხამებენ, თორემ „ოცნება“ ოცნებაში რომ დარჩა და ამათი უნიათობით სადავეებს ისევ „ნაციონალები“ ეპოტინებიან, ახალი არ არის!

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: