ინგა ქარდავა: „არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ სენაკი ჩალითაა დახურული!“

ინგა ქარდავა: „არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ სენაკი ჩალითაა დახურული!“

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ,,ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ გოჩა დგებუაძის მიერ განხორციელებული კორუფციული სქემები”- ასეთი სათაურით ავრცელებს განცხადებას სენაკის საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა,რომელიც უკვე დიდიხანია იბრძვის სენაკის გამგებლის წინაარმდეგ. მისი განცხადებით, დგებუაძე გადაცმული ნაციონალია და ის კორუმპირებულია.

,,ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ ინგა ქარდავას განცხადებას

,,გამგებლის საკუთრებაში არსებული ტრაქტორი  სენაკის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერით პროგრამებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებს. სენაკის გამგებელმა თბილისიდან ჩამოიყვანა ტრაქტორისტი ვინმე პაატა გოგიშვილი და დაარეგისტრირა ი\მ-ედ. ეს პიროვნება ტრაქტორისტიცაა, ინდმეწარმეც და მშენებელიც. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ გამგებელი ადილობრივ ბიუჯეტს თავისი კეთილდღეობისთვის იყენებს. სენაკის გამგებელი სხვადასხვა შპს-თი იღებს მონაწილეობას გამოცხადებულ ტენდერებში. ამ შპს-ების უკან დგას მისი ძმა ბატონი სოსო დგებუაძე. მაგალითისთვის მოგიყვანთ შპს ”სენ კაპიტალს”, რომელიც ბატონმა სოსო დგებუაძემ 2014-წლის 5 მაისს დააფუძნა,ასევე ცნობილია შპს „ჯი.ენ.ჯი“-ს სქემაც. ეს კომპანია შექმნილი იყო 2012წელს და მასში 2014 წელს შევიდა ცვლილება და გამგებლის ძმა სოსო დგებუაძე გახდა 50% წილის მფლობელი. ამას გარდა, გამგებელსა და მის ძმას აქვთ რამდენიმე შპს - “დგებუ” და შპს „ჯეო-ნატს-ი“.

ასე ანაწილებს გამგებელი დგებუაძე სატენდერო სქემებს თავისი ჯიბის გასქელებისთვის. ამას მარტო გამგებელი ვერ იზამდა. ამის უკან დგანან, ეტყობა, დიდი თანამდებობის პირები. ქვეყანა ჩალითაა დახურული? სადაა ძალოვანი სტრუქტურები?ეს სქემები, რაც წარმოდგენილია, არის სენაკის მიერ ორი კვარტლის შესრულებული სამუშაოების ცხრილი. კომენტარი თვენთვის მიმინდვია.
მინდა მივმართო ბატონ პრემიერს - ესაა თქვენი სანაქებო გამგებელი?დაანახეთ სრულიად საქართველოს,რომ თქვენ ხელს არ აფარებთ თქვენი გუნდის წევრს იმ დანაშაულებისთვის, რომესაც ის სჩადის. ამ ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი, როგორც სენაკის საკრებულოს წევრი.სენაკის საკრებულოში ფულის საშოვნელად არ შემოვსულვარ.სენაკის მოსახლეობამ რომელმაც ნდობა გამომიცხადა,მათი ინტერესების დამცველი ვიქნები ბოლომდე.ჩემთვის ყველა კარები ჩარაზა სენაკის გამგებელმა და ქვეყნის მტრად გამომიყვანა.მე დაუმტკიცებ ყველას ვინ არის ამ ქვეყნისა და სენაკის მტერი“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: