აშშ უკრაინას დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას  დახმარებას გამოუყოფს

   ამერიკის მთვრობა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად  აღჭურვილობისა და საზღვარზე კონტროლის დამყარებისა და მონიტორინგის საკითხის შესწავლის მიზნით 116 მილიონი დოლარს გამოიყოფს, რაც ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უკავშირდება. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

  აღჭურვილობის სახით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, უკრაინას ჯავშანჟილეტები, შლემები, ტრანსპორტი, ღამის ხედვის მოწყობილობები, სპეცტექნიკა, რაციები, საპატრულო ნავები, კარვები, რადარები გადასცეს.

  ასევე, აშშ-ს ხელისუფლების ინციატივით, რიგი სამხედრო ექსპერტებისა და სპეციალისტებისა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უკრაინაში კონსულტაციებს გამართავენ, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისა და მედპერსონალის დაცვის მიზნით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: