ნუგზარ წიკლაური: ეს პრიმიტიული შურისძიებაა!

ნუგზარ წიკლაური: ეს  პრიმიტიული შურისძიებაა!

   საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ფინანსური სანქციებით "ნაციონალური მოძრაობისა" და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტივობა არ შეიზუდება. ასე ეხმიანება დეპუტატი ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყარაღების ფაქტს.

   "ეს არის ბოლშევიკური მეთოდები და პრიმიტუილი შურისძიება. პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონებას არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან, უბრალოდ მძევლად უნდათ აიღონ ქონება. ნურავინ იოცნებებს იმზე, რომ ამ ფინანსური სანქციებით, უკანონო ქმედებებთ მოახერხებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტივობის შეზღუდვას",- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: