გიორგი მარგველაშვილს სურს მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელებს შეხვდეს

გიორგი მარგველაშვილს  სურს  მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელებს შეხვდეს

  გიორგი მარგველაშვილი მედიაჰოლდინგებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.

 

  პრეზიდენტის განცხადებით, სურს, ისაუბროს მედიასაშუალებების დირექტორებსა თუ მენეჯერებთან - როგორ გაუმჯობესდეს გარემო და ჟურნალისტიკა და როგორც მე-4 ხელისუფლება, კიდევ უფრო გააძლიერონ. განცხადება მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" გუშინ გააკეთა:

  "ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ნათქვამი იყო, რომ რაღაც სირთულე გააჩნია ჟურნალისტიკას, არადა, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა დიდი ხანია, მართლა მე-4 ხელისუფლებაა. ანუ მე ჟურნალისტიკა მაინტერესებს არა მხოლოდ როგორც მომხმარებელს, რომელიც ინფორმაციას იღებს, არამედ, როგორც იმ ადამიანს, რომელსაც ევალება ამ ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნება შევხვდე დიდი ჰოლდინგების დირექტორებს თუ მენეჯერებს, არა უბრალოდ ჟურნალისტებს, არამედ იმ ხალხს, ვინც გარემოზე ფიქრობს და ვისაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა პრობლემებია და როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ მე-4 ხელისუფლება საქართველოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: