ვინ დაინიშნა "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივნად?

ვინ დაინიშნა "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივნად?

  "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის აღმასრულებელ მდივნად ზურაბ ჯაფარიძე აირჩია. პარტიის აღმასრულებელი მდივანი აქამდე მიხეილ მაჭავარიანი იყო.


  "ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ყოფილ აღმასრულებელ მდივანს მიხეილ მაჭავარიანს გაწერული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

  ამასთან, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფება, ზურაბ ჯაფარიძეს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებაც დაევალა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: