შაბათობით დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება

შაბათობით დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება

   პარლამენტის თავმჯდომარისა და მართველი  უმრავლესობის წევრების დღევანდელი არაოფიციალური  შეხვდრა უკვე დასრულდა.

   დეპუტატებმა უმაღლესი  საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა განიხილეს და გასული  სასესიო კვირა გააანალიზეს.

   მმართველი კოალიციის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, მსგავსი შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

  "ყოველ შაბათს, ჩვენ შევეცდებით, გარკვეულად სასესიო კვირის  ანალიზი გავაკეთოთ. სასესიო კვირა იყო  და ვიმსჯელეთ სესიაზე გასული საკითხები რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რა ზოგადი საკითხები არსებობს ქვეყანაში, რომლებიც პარლამენტმა შეიძლება წამოწიოს და აამუშაოს. არ დავმალავ, რომ დისციპლინარულ  საკითხებზე ვიმსჯელეთ, იმიტომ რომ ეს თემა ხშირადაა აქტუალური. ზოგი დელეგაციებშია, ზოგი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს ქუთაისში ჩასვლას და ისიც გავიარეთ, რა იყო მიზეზი, რომ ზოგიერთი დეპუტატი ვერ ესწრებოდა სხდომას",– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: