"ეროვნული ფორუმი" ახალ პოლიტ-საბჭოს აირჩევს

"ეროვნული ფორუმი" ახალ პოლიტ-საბჭოს აირჩევს

   დღეს "შერატონში" 13 საათზე "ეროვნული ფორუმის" რიგით მე-4  მე-4 ყრილობა ჩატარდება, რომელსაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების კონფერენციებზე არჩეული 435 დელეგატი დაესწრება. დელეგატების რაოდენობა განისაზღვრა პარტიის წესდების მოთხოვნის შესაბამისად, პროპორციით 1 დელეგატი 30 წევრზე. 

 

   ყრილობაზე დელეგატები განვლილი პერიოდის ანგარიშს მოისმენენ და პარტიის საქმიანობას შეაჯამებენ. ასევე, პარტიის ყრილობა სამომავლო პრიორიტეტებს და პოლიტიკურ მიმართულებებს განსაზღვრავს. 

   ყრილობის დღის წესრიგით, "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევაა დაგეგმილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: