ზურაბ ჯაფარიძე:-"ეს არის სრული ზღაპარი, რომელსაც ცუდი რეაქცია მოჰყვება"

ზურაბ ჯაფარიძე:-"ეს არის სრული ზღაპარი, რომელსაც  ცუდი რეაქცია მოჰყვება"

   როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღების შემდეგ, ექს–პრეზიდენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

  ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობა". მოძრაობის  წევრების განცხადებით, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრეზიდენტის ქონებისა და ანგარიშების დაყადაღება.

   "ყველამ დაინახა, რომ საუბრები ელიტარულ კორუფციაზე და მოპარულ 18 მილიარდზე, არის სრული ზღაპარი. ყველამ ნახა, რომ 2 წლის განმავლობაში პროკურატურა და სამართალდამცველები ეძებდნენ და ეს არის ის ქონება, რომელიც აღმოუჩინეს ყოფილ  პრეზიდენტს. მეორე მნიშვნელოვანი რაც არის, არის ის, რომ საბოლოო ჯამში პროკურატურის ქმედებები გამოიწვევს მხოლოდდამხოლოდ ერთ რაღაცას და ეს არის ქვეყნის იმიჯის დაზიანება და ეს არის ის, რასაც  სავარაუდოდ, მოჰყვება ძალიან ცუდი რეაქცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან"– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ მოძრაობის სახელით.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: