დემურ გიორხელიძე:-"საქართველოში კონსტიტუცია ჯერ კიდევ ფარატინა ქაღალდია"

დემურ გიორხელიძე:-"საქართველოში კონსტიტუცია ჯერ კიდევ  ფარატინა ქაღალდია"

   ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე დღეს განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდშიც კი  წინას მიერ აგებული სისტემა უცვლელი  დარჩა.

   -"საქართველოში კონსტიტუცია რომ    ჯერ კიდევ  ფარატია ქაღალდია,  ეს  ბოლო 24  წლიანმა  ისტორიამ   თვალნათლივ  დაგვანახა.   უკანასკნელი გათახსირება   ქართული   კონსტიტუციისა   წინა ხელისუფლების   პირობებში  მოხდა.  ახლა ხელისუფლება, თითქოსდა, შეიცვალა, მაგრამ წინას მიერ აგებული სისტემა უცვლელი  დარჩა. 

 სწორედ პოლიტიკური სისტემის არარსებობა, დაბალი პოლიტიკური კულტურა, უპასუხისმგებლობაა საფუძველი იმ "იწილო-ბიწილოსი", პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების პრეცედენტს რომ ქმნის...

    პრეზიდენტმა უნდა აკეთოს ის, რასაც მას ავალებს კონსტიტუცია.   მისი პოლიტიკური შეხედულებები და პარტიული კუთვნილება გათვალისწინებული უნდა იყოს მისი არჩევისას და მისი პიროვნული თვისებების კონტექსტში უნდა მოიაზრებოდეს.

    ჩვენში არაპოლიტიკური და არამსოფლმხედველობის მქონე პრეზიდენტი ვის რაში სჭირდება?..   ჩვენ   სხვანაირად არ შეგვიძლია და  პრეზიდენტი ქრისტე-ღმერთის   შემცვლელი   გვინდა   იყოს დედამიწაზე, ანდა, "ჩვენი პატრონი", "ჩვენი მფარველი", ჩვენი იმედი", "ჩვენი სიყვარული" და ა.შ.

მოკლედ, ეს განწყობა ყმების პოზიციაა და არა თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქის პოზიცია... ასეთი არასწორი წარმოდგენები  და  არჩევანის უუნარობაა იმ მძიმე სიტუაციის შემქმნელი, რაც დღეს საქართველოშია."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: