დიმიტრი მედვედევი "ფუსი რაიოტის" წევრების პატიმრობიდან გათავისუფლების მომხრეა

დიმიტრი მედვედევი "ფუსი რაიოტის" წევრების პატიმრობიდან გათავისუფლების მომხრეა

რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი "ფუსი რაიოტთან" დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. მედვედევმა მათ შესახებ პარასკევს გამართულ მოხსენებაში ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სძულს ჯგუფის მოქმედება, თუმცა ფიქრობს, რომ მათ საკმარისი დრო დაჰყვეს ციხეში და უნდა გაათავისუფლონ. მედვედევს ამის თაობაზე აქამდეც ჰქონდა გაკეთებული კომენტარი, სადაც ის ასევე ამ ჯგუფის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე საუბრობდა.


ბენდის სამი წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი ხულიგნობის ბრალდებით, რომელიც მათ აგვისტოში, მოსკოვის მთავარ კათედრალში განახორციელეს, პერფორმანსი სახელწოდებით "პანკ მლოცველი". ისინი ტაძარში უბიწო წმინდა მარიამს შესთხოვდნენ პრეზიდენტ პუტინის დახსნას.


დაკავებულთაგან ერთ-ერთი, ეკატერინა სამუჩევიჩი, წინა თვეში გაათავისუფლეს სათანადო მიმართვის საფუძველზე. დარჩენილი ორი წევრი კი გადააგზავნეს სასჯელის აღსასრულებლად რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში - მორდოვიაში.


ტოლოკონიკოვა და ადვოკატთა ჯგუფი აპირებს მიმართონ ადგილობრივ სასამართლოს,  თხოვნით, რომ სასჯელი გადავადებულ იქნას მანამ, სანამ, მსჯავრდებულის 4 წლის გოგონა 14 წლის არ გახდება.


ბენდის წევრების დაპატიმრებას უკავშირებენ  პუტინის რუსეთის არატოლერანტობას .


შეგახსენებთ, რომ პანკ ჯგუფის წევრების გათავისუფლებას მხარში დაუდგნენ მომღერალი მადონა, პოლ მაკკარტნი. მათ მხარდასაჭერად აქციები გაიმართა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: