Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
21-09-2014, 19:14
ნანახია: 632

ზურაბ ჯაფარიძე: პენიტენციურ სისტემაში  კონტროლი კრიმინალურ ავტორიტეტებს  აღებული აქვთ!

   საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პატიმრის გაქცევა იმას ადასტურებს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თვეების განმავლობაში საუბრობენ.

  "ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში ყველაფერი არის ჩამოშლილი, კონტროლი თავიდან ბოლომდე, აღებული აქვთ "კრიმინალურ ავტორიტეტებს". ეს შემთხვევაც არის დადასტურება ამ ყველაფრის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

  სისტემაში არსებული ვითარების დამძიმებაზე საუბარი გადაჭარბებულად მიიჩნია  უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

   შეგახსენებთ, რომ 34 წლის პატიმარი რუსლან სოსელია ქუთაისში, დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრიდან, გუშინ, გვიან ღამით გაიქცა.