გუბაზ სანიკიძე: "ეროვნულ ფორუმს" პოლიტსაბჭო ეყოლება!

გუბაზ სანიკიძე: "ეროვნულ ფორუმს" პოლიტსაბჭო ეყოლება!


   "ეროვნული ფორუმის" ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  პარტიას თავმჯდომარე აღარ ეყოლება. მმართველის ფუნქციას ცამეტკაციანი პოლიტსაბჭო შეასრულებს, რომელთა წევრები ყრილობაზე  უკვე აირჩიეს.

   "პარტია მუშაობას გააგრძელებს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებების მიხედვით. კახა შარტავა რჩება პარტიაში და ის პოლიტსაბჭოს წევრია. რაც შეეხება პარტიის გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, ამაზე პოლიტსაბჭო მომავალში იმსჯელებს. შესაძლოა, ახლები ავირჩიოთ, შესაძლოა, ძველები დავტოვოთ. ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: