უფასო სასწრაფო მხოლოდ "პატიოსანი" ავადმყოფებისთვის?

უფასო სასწრაფო მხოლოდ "პატიოსანი" ავადმყოფებისთვის?

საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება ფასიანი ხდება, რაც არასწორია.


ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


მინისტრის განცხადებით, თბილისის მთავრობის დადგენილებით, სოციალური პროექტების განხორციელება მერიას დაევალა, რისთვისაც მერიას 78 მილიონი ლარი დაერიცხა.


"სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, იმის მიუხედავად აქვს სამედიცინო დაზღვევა თუ არა, მაგრამ თუ ადგილზე მისულ ექიმებს დახვდებათ არასაჭირო გამოძახება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", _აცხადებს დავით სერგეენკო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: