დიმიტრი ხუნდაძე: სააფთიაქო ნარკომანია უნდა აღმოიფხვრას!

დიმიტრი ხუნდაძე:  სააფთიაქო ნარკომანია უნდა აღმოიფხვრას!

  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რეცეპტის გამო მედიკამენტების გაძვირების საფუძველი არ არსებობს.

 

   მისი განცხადებით, მედიკამენტის მისაღებად მოქალაქე ექიმთან მიდის და მასთან ვიზიტში თანხას არ იხდის. ხუნდაძის თქმით, მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტისთვის დაქვემდებარება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა, როცა მოქალაქეებს მიმართეს, თითქოს წამლების დეფიციტი იქნებოდა და წინასწარ შეეძინათ.

 

  "მედიკამენტების რეცეპტით გაცემა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - აღმოიფხვრას სააფთიაქო ნარკომანია და დაცული იყვნენ  ჩვენი მოქალაქეები პრეპარატების არამიზნობრივი მიღებისაგან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: