ნიკოლოზ მეტრეველი:-"ბრძოლა უნივერსიტეტის დასაცავად სრულ წარმატებამდე გაგრძელდება"

ნიკოლოზ მეტრეველი:-"ბრძოლა უნივერსიტეტის დასაცავად სრულ წარმატებამდე გაგრძელდება"

   დღეს 3 საათზე სტუდენტებმა მერიასთან  საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ და თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან  შეხვედრას ითხოვენ. 

 

  დავით ნარმანიამ დააკმაყოფილა სტუდენტების მოთხოვნა და 5 კაციან საინიციატივო ჯგუფს შეხვდა.

 

  -"დღეს საინიციატივო ჯგუფის  წევრები შევხვდით პროფესორ, ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას. შეხვედრაზე გადაწყდა  შეიქმნას სპეციალური შერეული კომისია, ასევე დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა.

   იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის მერს დავით ნარმანიას სრულიად აქვს გააზრებული ის საფრთხე, რომელსაც წარმოადგენს გაზგასამართი სადგურის და სხვა ამ ტიპის ობიექტების მშენებლობა  უნივერსიტეტის ფაქტობრივ ფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. საკითხის გადაწყვეტამდე აუცილებელია დაუყონებლივ შეჩერდეს წარმოებული სამუშაოები. დღეს გამოჩნდა  ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფების მცდელობა  უნივერსიტეტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიყენონ იაფფასიანი დივიდენდების მისაღებად. ყველა მსგავსი მცდელობა ჩვენი მხრიდან უპირობოდ აღკვეთილი იქნება.

   გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ჩვენი ბრძოლა უნივერსიტეტის დასაცავად სრულ წარმატებამდე გაგრძელდება.

ნიკოლოზ მეტრეველი

თსუ, სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: