რეგიონალური განვითარების მინისტრი გურიაში გაემგზავრა

რეგიონალური განვითარების მინისტრი გურიაში გაემგზავრა

   რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები  ინტენსიური წვიმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.

 

  ამ წუთებში ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე, სოფელ შემოქმედთან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე რეცხავს გზას, რის გამოც ამ მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.

 

  ამავე გზის მე-5 კმ-ზე მდინარემ გზის სავალი ნაწილის 200 გრძივი მეტრი დატბორა,  შედეგად  ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: