ვიქტორ დოლიძე: საქართველოში არანაირი საწვრთნელი ცენტრი არ განთავსდება!

ვიქტორ დოლიძე: საქართველოში არანაირი საწვრთნელი ცენტრი არ განთავსდება!

   საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე  Foreign Policy"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. დოლიძის განცხადებით, თუკი საქართველო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

 

   "კოალიციაში, სადაც აშშ-თან ერთად სხვა სახელმწიფოებიც არიან გაერთიანებული, საქართველო ჯერჯერობით არ მონაწილეობს. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ ამას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რა სახით მივიღებთ მონაწილეობას, ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, მაგრამ არანაირი საწვრთნელი ცენტრის განლაგებაზე საქართველოში საუბარი არ არის",-განაცხადა დოლიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: