რა ეშველება "სითი პარკს?!"

რა ეშველება "სითი პარკს?!"

 "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის. 

 ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერა დავით ნარმანიამ გააკეთა. 

 

   მისი თქმით, საერთაშორისო კომპანია მოიწვიეს იმისთვის, რომ შეისწავლოს "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება, გადახედოს მის ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებს და მოამზადოს დასკვნა, თუ რატომ არის ეს ხელშეკრულება შესაცვლელი.

 

   ნარმანიას თქმით, ეს კიდევ ერთ არგუმენტს მისცემს მერიას იმისთვის, რომ ცვლილებები შეიტანოს "სითი პარკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

 

  "მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიწვიოთ კვალიფიციური, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც მთლიანად, თავიდან ბოლომდე გააკეთებს კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს იმისათვის, რომ უფრო მეტად მყარი არგუმენტაცია,მოსაზრებები და დასკვნა გვქონდეს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის აუცილებელი კომპანიასთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების შეცვლა და მასში ისეთი დამატებების შეტანა, რომელიც რეალურად ამ ხელშეკრულებებს მოაქცევს ქალაქის და ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ",- განაცხადა ნარმანიამ.

 

  ცნობისთვის: "სითი პარკის" ხელმძღვანელების შეხვედრა დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან თბილისის მერიაში მიდმდინარე წლის აგვისტოში გაიმართა. 

დავით ნარმანიას დავალებით, მხარეები სექტემბრის ბოლომდე უნდა მოემზადონ გონივრული და გაანგარიშებული ცვლილებების განხორციელებისთვის, ისე, რომ მხარეთა თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს.

 

   "სითი პარკთან" ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: