რომან გოცირიძე: როგორ გაჩნდა ასე სწრაფად შიში საზოგადოებაში?

რომან გოცირიძე:  როგორ გაჩნდა ასე სწრაფად შიში საზოგადოებაში?

   საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე facebook -ის საკუთარ გვერდზე  იმ ცვლილებათა პაკეტს ეხმაურება, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებიდან მოქალაქეების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების წესს არეგულირებს.
   მისი თქმით, მთავრობის მოთხოვნით, პარლამენტში იხილება საკითხი საბანკო კონფიდენციალობის ფაქტობრივი გაუქმების შესახებ.


   შეგახსენებთ, რომ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საგადასახადო ორგანოებს პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებაზე შეუზღუდავი უფლებები ენიჭებათ.


   ცვლილებები შედის "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" და საქართველოს კანონში "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ.

   "არასდროს ჰქონდა უფლება საგადასახადო სამსახურს ენახა ჩვენი საბანკო ანგარიშები. ეს უქმნიდა მაღალ ნდობას ქვეყნის საბანკო სისტემას.
ახლა მთავრობის მოთხოვნით პარლამენტში იხილება საკითხი საბანკო კონფიდენციალობის ფაქტობრივი გაუქმების შესახებ.
არცერთ ტელევიზიაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ რომელიმე ბანკს გაეკეთებინოს კომენტარი ამ მეტად საგანგაშო საკითხთან დაკავშირებით.
ჟურნალისტები ამბობენ, ცოცხალი თავით არ უნდათო!
ისევ შიში?
როგორ მოესწრო ასე სწრაფად მისი გაჩენა"?- წერს რომან გოცირიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: