საგამოძიებო სამსახურმა თაღლითების ჯგუფი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა  თაღლითების ჯგუფი დააკავა

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების და სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ოთხი მოქალაქე, მარია სტეფანოვა, ანა გარსევანიშვილი, ლევან სოხაშვილი და დემურ დუნდუა დააკავა.


  როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის მარტში, ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.


  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: