ზურაბ ჭიაბერაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სამხედრო ტიპის თანამშრომლობა სარისკოა!

ზურაბ ჭიაბერაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სამხედრო ტიპის თანამშრომლობა სარისკოა!

   სირიელი ამბოხებულების საქართველოში გაწვრთნის შესახებ არსებულ მოსაზრებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აფასებს. ჭიაბერაშვილის აზრით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი ტიპის სამხედრო თანამშრომლობა სარისკოა.

  ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ხელისუფლების წარმომადგენლები არამარტო ქართველი, არამედ ამერიკელი ჟურნალისტების პროფესიონალიზმსაც აყენებენ ეჭვქვეშ.

   "საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი წარმომადგენლები არამხოლოდ ქართველი ჟურნალისტების, არამედ ამერიკელი ჟურნალისტების პროფესიონალიზმსაც აყენებენ ეჭვქვეშ.

   მეორე, ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რაც გაკეთდა, ვთქვათ ვაშინგტონში საელჩოს მხრიდან, აქ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, მერე პარლამენტარების და სხვადასხვა უწყების მხრიდან, ცალსახად მოწმობს, რომ  საქართველოს ხელისუფლება არაკოორდინირებულია და სწორედ ამიტომაც ვამბობთ, რომ ასეთი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სამხედრო ტიპის ასეთ თანამშრომლობას ნამდვილად სარისკოა." - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

   შეგახსენებთ, რომ გავლენიანი ამერიკული გამოცემა Fორეიგნ Pოლიცყ-ს ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტის დროს, ქართულმა მხარემ შტატებს სირიელი ამბოხებულების თავის ტერიტორიებზე გაწრთვნა შესთავაზა. საუბარია იმ ამბოხებულებზე, რომლებიც სირიაში და ერაყში ტერორისტულ ორგანიზაცია "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: