შეიქმნა ტურისტული მობილური ვებ-გვერდი - www.travelgis.ge

შეიქმნა ტურისტული მობილური ვებ-გვერდი - www.travelgis.ge

   საქართველოს ტურისტული პოტენციალის - ტურისტული რესურსებისა და პროდუქტის მსოფლიო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია მრავალენოვანი ტურისტული შეიქმნა ტურისტული მობილური ვებ-გვერდი - www.travelgis.ge ქართული, ინგლისური, რუსული, იტალიური და ფრანგული ვებ გვერდებით. ვებ-საიტში ტურისტული მარშრუტების დეტალურ ტექსტურ აღწერილობასთან და ვიზუალურ მასალასთან ერთად მოცემულია ინტერაქტიული გეოინფორმაციული რუკა გუგლის ელექტრონული რუკის ბაზაზე, მასზე დატანილი მარშრუტებით (ხაზოვანი ობიექტები) და ამ მარშრუტებზე არსებული ტურისტული ობიექტებით (წერტილოვანი ობიექტები). ვებ-საიტის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ საქართველოს რომელიმე ტურისტული მარშრუტის ამორჩევა, ვირტუალურად გავლა ელექტრონულ რუკაზე, ამ მარშრუტზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ბუნების ძეგლებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების წინასწარი გაცნობა. გარდა ამისა, საიტზე მოცემულია სიახლეების გვერდი, ინფორმაცია ავიარეისების შესახებ, მატარებლების განრიგი, თბილისის ტაქსი და სხვა საჭირო ინფორმაცია. ასევე, საიტზე მოცემულია ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის, კულტურის, ისტორიის, გეოგრაფიის შესახებ, უნიკალური ფოტო-გალერეა, ეთნოგრაფია და სხვ.

   ტურისტული მობილური აპლიკაცია TravelGIS: საქართველოს "ტურიზმის გეოინფორმაციულმა ცენტრმა" შექმნა ტურისტული მარშრუტების და ამრშრუტებზე არსებული კურტურული მემკვიდრეობის, ბუნების ძეგლებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მობილური აპლიკაცია TravelGIS, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში.

სამენოვანი აპლიკაცია (ქართული, ინგლისური, რუსული) განკუთვნილია მსოფლიოს ფართო საზოგადოებისათვის. TravelGIS აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თავის მობილურში ან პლანშეტში მოიძიოს და შეარჩიოს მისთვის საჭირო ტურისტული მარშრუტი ან ტურისტული ობიექტი, ნახოს მისი ზუსტი ადგილმდებარეობა, ვირტუალურად იმოგზაუროს ელექტრონულ რუკაზე, გაეცნოს ობიექტების ფოტო და ტექსტურ ინფორმაციას. 

   ამჟამად მობილურ აპლიკაციაში განთავსებულია ძირითადად საქართველოს პოპულარული ტურები ჩვენთვის უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლების ფოტოსურათებითა და ტექსტური ინფორმაციით, აგრეთვე საზღვარგარეთის რამოდენიმე ტური. სისტემატურად ხორციელდება ახალი ტურების დამატება.

უფასო აპლიკაციის TravelGIS-ის ჩამოტვირთვა Android და iOS მობილურებში შესაძლებელია Play Store-დანდა App Store-დან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: