ქართველი მეცნიერები საერთაშორისო პროექტებში ჩაერთვებიან

ქართველი მეცნიერები საერთაშორისო პროექტებში ჩაერთვებიან

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს შესაძლო ასოცირებული გაწევრიანება პროგრამაში "ჰორიზონტ 2020". პროეეტი 2014 წლის იანვრიდან ამოქმედდა და  სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

   შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის წარმომადგენელი  ტიერი დევარსი და კვლევით საკითხებში  ევროკავშირის წარმომადგენელი  საქართველოში ოლივერ რაისერი მონაწილეობდნენ, აქტიურად განიხილებოდა პროგრამაში "ჰორიზონტ 2020"-ში საქართველოს ასოცირებული გაწევრიანების  საკითხი. ამ ეტაპზე, ორ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროგაერთიანების წევრი, აქვს 2020-ის ასოცირებული სტატუსი, ეს ქვეყნებია -მოლდოვა და ისრაელი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, რომელიც შეუერთდება ამ პროცესს.

  სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი იყო იმის გარკვევა თუ, რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ამ ურთიერთობის ფორმულირებისთვის. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, უკვე 2015 წლიდან  საქართველოს საშუალება ექნება პროგრამის სრულუფლებიანი მონაწილე ქვეყანა  გახდეს. შედეგად კი, ჩვენი ქვეყნის ყველა მეცნიერს ექნება წვდომა იმ პროგრამებსა და მნიშვნელოვან კვლევებზე, რომელიც  "2020"-ის ფარგლებში დაფინანსდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: