ჯონდი ბაღათურია: "ოცნების" კოალიციაში დიდი ბზარი ჩნდება!"

ჯონდი ბაღათურია: "ოცნების" კოალიციაში დიდი ბზარი ჩნდება!"

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილს მიმართავს,    ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

  "პრემიერს მივმართავ: "მწიფდება სახელისუფლებო კრიზისი - აქეთ, პრეზიდენტი მარგველაშვილის პრობლემა, იქით, "ხვალ-ზეგ, შეიძლება, აჭარის პარლამენტი გავიდეს კონტროლიდან! შიგნით "ოცნების" კოალიციაში დიდი ბზარი ჩნდება! ამდენად, ბატონო პრემიერო, ძალიან დროული იქნება, პოლიტიკურ სპექტრთან დაიწყოთ მოლაპარაკებები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ!

   ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ ქვეყანას წაადგება, არამედ პირადად პრემიერ ღარიბაშვილსაც! წარმოიდგინეთ, ახალ პარლამენტში მინიმალურად ან, საერთოდ, არ იქნებიან წარმოდგენილი ნაცები! გარდა ამისა, კოალიცია "ქართული ოცნება" გაიწმინდება ზედმეტი ტვირთისგან და ჩვენ გვეყოლება ახალი კოალიციური ხელისუფლება, რომელშიც მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი საზოგადოების ინტერესები!"- აცხადებს ბაღათურია გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: