პავლე კუბლაშვილი: აღებული სესხებით მინისტრებმა კონკრეტული პირების ლოიალობა იყიდეს!

პავლე კუბლაშვილი: აღებული სესხებით მინისტრებმა კონკრეტული პირების ლოიალობა იყიდეს!

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ აღებული სესხებით მინისტრებმა კონკრეტული პირების ლოიალობა იყიდეს. ამასთან კუბლაშვილი ფარცხალაძეზეც საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, ასევე აქვს დიდი ოდენობის სესხი აღებული.

  "ამ თემასთან დაკავშრებით ჩვენ ვსაუბრობდით 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული. პირველი სესხების შესახებ სწორედ მაშინ გახდა ინფორმაცია ცნობილი. იგივე მინისტრ კვირიკაშვილს უკავშირდება ეს საკითხი, რომელსაც "ქართუ ბანკიდან" აქვს ძალიან დიდი სესხი გამოტანილი. იგივე თემა ეხებოდა ბატონ ფარცხალაძეს. რას ნიშნავს ეს, კონკრეტული პირების ლოიალობას ვიღაცა ყიდულობს სესხების მეშევობით",-განაცხადა კუბლაშვილმა.

 ცნობისთვის,  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: