გია ალიბეგაშვილი: ესტაკადა კულტურულ გარემოს არ დაარღვევს!

გია ალიბეგაშვილი: ესტაკადა კულტურულ გარემოს არ დაარღვევს!

   თბილისში, პუშკინის სკვერთან ესტაკადის მშენებლობის საკითხს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ესტაკადა კულტურულ გარემოს არ დაარღვევს.

  "უნდა გაკეთდეს პანდუსი, რომელიც ბარათაშვილის ხიდს შეურთდება. ის არანაირად არ დაარღვევს იმ კულტურულ გარემოს, რომელიც აღმოჩენილი იქნა.  ძველი თბილისის ისტორიას ვგულისხმობ - ისტორიულ ნანგრევებს.  ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ შენარჩუნებული იქნება როგორც ისტორიული გარემო, ასევე ის საჭიროება, რომელიც თბილისის მოსახლეობას ასე აწუხებს",-განაცხადა ალიბეგაშვილმა.

   ცნობისთვის, პუშკინის ქუჩაზე, შესაძლოა, ორმხრივი მოძრაობა აღდგეს. აღნიშნულ საკითხზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომაზე იმსჯელეს.

  თბილისის  მერიის კეთილმოწყობის საქალაქო  სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, გონივრულ მშენებლობის ხარჯზე განხორციელდება, ისე რომ არ დაზიანდება არცერთი კულტურული მემკვდრეობის ძეგლი და ამასთან  ესტაკადის გადახურვაც ისე მოხდება, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება.

   მისივე თქმით,  პროექტის აუცილებლობა  ტრანსპორტის განტვირთვისა და თბილისის ბევრ უბანში არსებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ამორტიზირებული შენობების დაცვის მიზნით არის გამოწვეული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: