Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
26-09-2014, 14:30
ნანახია: 652

ნიკა მელია: აბანოთუბანში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი ურბანული დანაშაულის ტოლფასია!

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია აბანოთუბანში მრავალფუნქციური კომპლექსის "სამეფო ბაღის" მშენებლობის პროექტს აპროტესტებს. მელიამ აღნიშნულ პროექტს ურბანული დანაშაულის ტოლფასი პროექტი უწოდა. მისივე თქმით, პროექტის მიხედვით უნდა აიგოს მრავალსართულიანი კომპლექსი, რომელიც ძველი თბილისის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია.

 

  "ამ დონის მავნებლურ გადაწყვეტილებას კულტურის სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და ინტერესი ამ პროექტში",-განაცხადა მელიამ.

 

  მანვე, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება გააცნო.

 

  "გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ "ქართული ოცნების" მთავრობის მხრიდან კანონის სრული უგულებელყოფის კიდევ რამდენიმე ფაქტზე.

 

  საქმე ეხება ქალაქ თბილისის ისტორიულ უბანში, - აბანოთუბანში, კერძოდ მირზა შაფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია შპს "აპოლი გ.ს." მიერ წამოწყებულ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს "სამეფო ბაღი".

 

  შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი წლების წინ იყო ინიცირებული, მაგრამ საზოგადოების  პროტესტისა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულობის გამო ჩვენ მის განხორციელებაზე უარი ვთქვით. ასევე ავღნიშნავთ, რომ პირველადი ვერსია ითვალისწინებდა ძირითადად ავტენტური შენობების მშენებლობას.

 

  გაუგებარი, ის თუ რატომ შეიცვალა დამოკიდებულება ისტორიული უბნის მიმართ, მით უმეტეს, რომ ახალი ეს ვერსია, რომელიც კომპანია "აპოლი გ.ს-მა" ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შეიტანა დასამტკიცებლად, ითვალისწინებს ბევრად უფრო გრანდიოზული 10 სართულიანი კომპლექსს.

 

  მით უფრო აღმაშფოთებელია, რომ პროექტი კანონის უხეში დარღვევით ხორციელდება. კანონმდებლობის თანხმად საწყისს ეტაპზე, პროექტს განიხილვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კერძოდ კი, მასთან არსებული არქიტექტორული საბჭო.

 

  ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უარი უთხრა კომპანიას, თუმცა, სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კანონის სრული იგნორირებით, მაინც დააკმაყოფილი კომპანიის თხოვნა. ახლა ჯერი თბილისის მერიაზეა.

 

  აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშილმა ყოველგვარი ნებართვების გარეშე დაიწყო "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელება. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თბილისის მერია არ შეცვლის სააგენტოს გადაწყვეტილებას.

 

  ეს სიტუაცია ლოგიკურად გვახსენებს 90-იანი წლებს, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის ჯიბეებში მიდიოდა. შეიცვალნენ მხოლოდ მოქმედი პირები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის განკუთვნილი თანხები "ქართული ოცნების" მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ- კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილი პირების ჯიბეში მიდის",-ნათქვამია განცხადებაში.