თბილისის მერიასა და ქართულ-ფრანგულ ასოციაცია "GFA-ს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და ქართულ-ფრანგულ ასოციაცია  "GFA-ს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო ქართულ-ფრანგულ ასოციაცია  "GFA-ს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

  მემორანდუმს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია "GFA-ს" წარმომადგენელმა კატრინ ღუსსელიმ მოაწერეს ხელი.

 

  "მემორანდუმის თანახმად, ევროინტეგრაციის სწორი სტრატეგიის განხორციელების საფუძველზე, GFA  ხელს შეუწყობს მერიას, დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა საფრანგეთის ერთერთ ქალაქთან, რაც საფუძვლად დაედება მხარეებს შორის ურთიერთობებს ეკონომიკური, ვაჭრობისა და ინვესტირების სფეროში, ხელს შეუწყობს სოციალურ, სამოქალაქო, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში კომუნიკაციის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

 

  გარდა ამისა, მემორანდუმი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ტერიტორიაზე ძლიერი ქართული ლობის შექმნას, ასევე, ევროინტეგრაციის მიმართულებით პროექტების ინიცირებას და ხელშეწყობას განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმის, ახალგაზრდული პოლიტიკის, ბიზნეს-ინვესტიციების, სოციალურ სფეროებში.მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივ  მონაწილეობას  პროექტებში,  კონფერენციებისა და დისკუსიების ორგანიზებაში",-აცხადებენ მერიაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: