ნინო ბურჯანაძე: "უნდა დავარწმუნოთ აფხაზები და ოსები, რომ მხოლოდ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე!"

ნინო ბურჯანაძე: "უნდა დავარწმუნოთ აფხაზები და ოსები, რომ მხოლოდ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე!"

   სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:

   -"მინდა კიდევ ერთხელ დიდი გულისტკივილით გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, რომელთა შვილები გმირულად დაიღუპნენ აფხაზეთში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ძმათა მკვლელი ომი და აღსდგეს ჩატეხილი ხიდები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. ჩვენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ მათ შესარიგებლად და შევძლოთ დავარწმუნოთ ისინი, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობაშია ქვეყნის სიძლიერე.

   ვწუხვარ, რომ ვერ ვხედავ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ ერთიანობისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოვა ის დღე როდესაც ყველა ერთად აღვნიშნავთ ჩვენს ერთობას!" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

        

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: