ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ანაკლიიდან უკრაინელი ბავშვების ევაკუაცია მოხდება

ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ანაკლიიდან უკრაინელი ბავშვების ევაკუაცია მოხდება

  ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო შეკრება გაიმართა სამეგრელოში. ზუგდიდსა და ანაკლიაში რეგიონული განვითარების მინისტრი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იმყოფებოდნენ.

  ანაკლიაში დავით შავლიაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სტიქიის ზარალის მაქსიმალურად შემცირების გზებზე ისაუბრა. ასევე განიხილეს ის ადგილები, რომლებიც სტიქიის შედეგად, შესაძოლოა, ყველაზე მეტად დაზიანდეს. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული სამეგრელოს საგანგებო სიტუაციათა სამსახური და საპატრულო პოლიცია. ტექნიკა მობილიზებულია მესტიისაკენ მიმავალ გზაზე, მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე.

  საგანგებო სხდომაზე საჭიროების შემთხვევაში ანაკლიაში მყოფი უკრაინელი ბავშვების ევაკუაციაზეც ისაუბრეს.

  "ჩვენი ინიციატივით, მთავრობის ინიციატივით არის ჩამოყვანილი 130 უკრაინელი ბავშვი ლუგანსკიდან და დონეცკიდან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც მაიდანზე დაეღუპათ მშობლები. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი ტიპის გართულებისთვის და ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს." - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: