გია ვოლსკი: სახელმწიფოს ინტერესიბიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შეთანხმება!

გია ვოლსკი: სახელმწიფოს ინტერესიბიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შეთანხმება!

   "ვფიქრობ, უნდა იყოს შეთანხმების საშუალება, გამომდინარე არა პიროვნული განზომილებებიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის დავოსში გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

   "წავიდეს ის, ვინც იმ პერიოდში არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვისაც ხელ ეწიფება გადაწყვეტილებების მიღების რეალიზაცია. შეიძლება გადაწყდეს სხვანაირად, მაგალითად როგორც გადაწყდა უელსის სამიტზე პრეზიდენტის წასვლა.ასე რომ, ვფიქრობ, უნდა იყოს შეთანხმების საშუალება, გამომდინარე არა პიროვნული განზომილებებიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან",- განაცხადა ვოლსკიმ.

  ცნობისთვის,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო.

  შეგახსენებთ, რომ ვიზიტზე, დელეგაციის ხელმძღვანელის საკითხი რამდენიმე კვირის წინაც აქტუალური იყო. აშშ-ში კლიმატის ცვლილების სამიტზე მიწვევა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივნისგან მიიღო.თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საგარეო უწყების პოზიცია ასეთი იყო : ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.

 საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა. გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: