რაზე ისაუბრეს თბილისის მერიაში?

რაზე ისაუბრეს თბილისის მერიაში?

  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს მარტინ ჰომოლას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

  შეხვედრაზე მხარეებმა ტყის რესურსების მართვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ცალკეული პროექტების მხარდაჭერაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს თბილისის გარემოს დაცვითი კომპონენტის გასაძლიერებლად, 2015 წელს, საერთაშორისო ექსპერტის მოწვევისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: