ელგუჯა ხოკრიშვილი: სპეციალური კომისიები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან!

ელგუჯა ხოკრიშვილი: სპეციალური კომისიები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან!

  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი  ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობებში შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე მუშაობენ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

  ,,ჩვენი მონაცემებით, ზემო აჭარაში რამდენიმე მეწყერული მოვლენა განვითარდა. ადგილზე არიან ჩვენი გეოლოგები და ათვალიერებენ იმ ადგილებს. შესაბამისად, მოსახლეობა მაქსიმალურად გაფრთხილებულია, რა ზომები უნდა მიიღონ. თვითმმართველობებში შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც ზარალის დათვლაზე მუშაობენ. სანამ წყალი არ დაბრუნდება კალაპოტში, მანამდე სრული ზარალის დათვლა  ნაადრევია. ამ დღეებში, როდესაც საბოლოოდ დაითვლება ეს ზარალი, შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტრო წარუდგენს მთავრობას, რომ მოხდეს შესაბამისად საკომპენსაციო ზომების მიღება",- განაცხადა ხოკრიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: