ედუარდ შევარდნაძე: ციხის ბუნტი წინა ხელისუფლების ინსპირირებულია

ედუარდ შევარდნაძე: ციხის ბუნტი წინა ხელისუფლების ინსპირირებულია

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრობას არა მარტო სირცხვილად, არამედ დანაშაულად თვლის. ამის შესახებ ექსპრეზიდენტი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ტრადიციულ ინტერვიუში აცხადებს.


შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ციხის ბუნტი, დენილების მასობრივი შეჭრა სახელმწიფო დაწესებულებებში, კრიმინალური სიტუაციის გამწვავება წინა ხელისუფლების ინსპირირებულია და ამით დესტაბილიზაციის შექმინის მცდელობა აშკარად იკვეთება. დესტაბილიზაცია კი ახალი ხელისუფლების ჩიხში შეყვანას და მისადმი ნდობის დაკარგვას ითვალისწინებს.  ექსპრეზიდენტი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, გამოიჩინონ სიმტკიცე და დესტაბილიზაციის ყოველგვარი მცდელობა ჩანასახშივე აღკვეთონ.


შევარდნაძე ამ ბოლო დღეებში ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიმართ გაძლიერებულ ინტერესსაც ეხმიანება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი თავისმა გარემოცვამ გაწირა. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, მასმედიაში გაჟღერებული გვარები: ბარამიძე, მაჭავარიანი, წერეთელი, ტყეშელაშვილი, გოგორიშვილი გამოძიებამ მკვლელობის თანამონაწილედ დაასახელოს. ყოველ შემთხვევაში, ისინი დეტალებში ჩახედულნი არიან და ამ შემთხვევაში დუმილიც დანაშაულია. ექსპრეზიდენტი დარწმუნებულია, ჟვანია იმის გამო მოკლეს, რომ მას დიდი შანსი ჰქონდა პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილი შეეცვალა.


შევარდნაძე ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ სააკაშვილი ამერიკული პროექტია, რადგან იგი "ამერიკიდან ჩამოვიდა". მის აღზევებაში დიდი როლი თავად ჟვანიამ ითამაშა, რომელიც მისივე გაზრდილის მსხვერპლი გახდა. იგი მიესალმება საქართველოდან იძულებით გაქცეულების სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა თვლის, რომ ვინც დამნაშავეა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს კანონის წინაშე. ამ შემთხვევაში იგი უპირველესად, უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძეს გულისხმობს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: