ნუგზარ წიკლაური: ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ივანიშვილის კარნახით მიიღება!

ნუგზარ წიკლაური: ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ივანიშვილის კარნახით მიიღება!

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 2 წელს აფასებს.  როგორც Nეწს.გე-ს წიკლაურმა განუცხადა, ქვეყანაში ყველაზე უფრო მთავარი პრობლემა არაფორმალური მართვაა.

  "სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა და მოკლე კომენტარში ძნელი იქნება ამ ყველაფერზე საუბარი. გეტყვით, ჩემი აზრით, იმ მიზეზზე  რამაც გამოიწვია უკუსვლა, როგორც ეკონომიკაში, ასევე ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაში. ეს გახლავთ არაფორმალური მართვა , რომლითაც დღეს იმართება საქართველო. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს არანაირი ფორმალური თანამდებობა, მიუხედავად ამისა, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება სწორედ მისი ხელდასხმით და მისი კარნახით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე უფრო მთავარი პრობლემა, რაც  საქართველოშია",-აცხადებს წიკლაური.

  როგორც წიკლაური აღნიშნავს, მართვის ამ სტილმა გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში კრიმინალი იზრდება, ასევე  არის ეკონომიკური სტაგნაცია.

  "ამან  გამოიწვია პოლიტიკური სპექტრის მთლიანად დისკრედიტაცია. ყველასათვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში იღებენ არა პრემიერმინისტრი, არა პარლამენტის თავმჯდომარე, არა პარლამენტის წევრები, გნებავთ უმრავლესობიდან, გნებავთ უმცირესობიდან, არა ცალკეული მინისტრები, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანი და მას  ამის  არანაირი უფლებამოსილება  არ გააჩნია.

  მნიშვნელოვანია, რომ გუშინ ევროსაბჭოს კომიტეტზე სწორედ ამაზე იყო საუბარი  და იმ რეზოლუციაში, რომელიც კომიტეტმა მიიღო, იმ პოზიციაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საქართველოსათვის უმთავრესი პრობლემა დღესდღეობით არის სწორედ ეს არაფორმალური მართვის სტილი და ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა მთავრობის საქმეებში",-აცხადებს წიკლაური.

  შეგახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" მოიგო. მათ ხმა მისცა მილიონ 184 588 ამომრჩეველმა, რისი პროცენტული მაჩვენებელიც 54,85-ია. "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არჩევანი ამომრჩეველთა 40,43%-მა გააკეთა, რაც 872 336 ამომრჩეველს უდრის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: