გიორგი ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის ფაბრიკად გადაიქცა!

გიორგი ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის ფაბრიკად გადაიქცა!

  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის ფაბრიკად გადაიქცა. ვოლსკიმ ამგვარად უპასუხა პოლიტიკურ ოპონენტებს მმართველი გუნდის ორწლიანი საქმიანობის კრიტიკაზე.

  "ამ ფაბრიკიდან აყროლებული სუნი ხრჩოლავს. თქვენ აღარ იცით საით გაუშვათ დეზინფორმაცია, მაგრამ მაინც ქარავანი მიდის და ქვეყანა ვითარდება. ქვეყანამ ჩამოაყალიბა მართვის სისტემა, სადაც მთავარი არის ადამიანი. საერთოდ შეიცვალა ქვეყანა," - აღნიშნა ვოლსკიმ.

  შეგახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" მოიგო. მათ ხმა მისცა მილიონ 184 588 ამომრჩეველმა, რისი პროცენტული მაჩვენებელიც 54,85-ია. "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არჩევანი ამომრჩეველთა 40,43%-მა გააკეთა, რაც 872 336 ამომრჩეველს უდრის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: