Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
2-10-2014, 06:20
ნანახია: 620

თედო ჯაფარიძე:არის საკითხები, რაზეც ჩვენ უკეთ უნდა ვიმუშაოთ!

   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუცია ქართული დელეგაციის წევრმა თედო ჯაფარიძემ შეაფასა. ჯაფარიძე   რეზოლუციის ტექსტში "ტრაგედიას ვერ ხედავს".


  "მესმის ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერების სიხარული, რომ რეზოლუციაში კონკრეტული გვარები დაფიქსირდა. მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს არის გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ არის საკითხები, რაზეც ჩვენ უკეთ უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

  შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.