რადგან ევროსაბჭო ფეხებზე გვიკიდებს, ჩვენც დავიკიდოთ!

რადგან ევროსაბჭო ფეხებზე გვიკიდებს, ჩვენც დავიკიდოთ!

საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ევროსაბჭოს რეზოლუციის გამო, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებით მიიღო.

ექსპერტები რეზოლუციის ძირითად ასპექტებში „ნაციონალების“ ნაჩალიჩარს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ამით ევროსაბჭომ საქართველოს და ქართველ ხალხს გადააფურთხა!!!

რეზოლუციის ძირითად ნაწლში „ნაციონალების“ ხელწერა რომ იკითხება ცხადია, მაგრამ, ეს არ არის მთავარი და არც იმდენად სანერვიულო, მთავარი ისაა, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა:  ევროსტრუქტურებს, საითაც ჩვენ ასე მივიწრაფით, მაპატიეთ და სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველო, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო თავისი ტრადიციებითა და ისტორიით და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, თავისი თანამედროვეობითაც.

ვერ დავეთანხმები ექსპერტთა იმ ნაწილს, ვინც ჩვენთვის არასასურველი რეზოლუციის მიღებას მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებს. რა თქმა უნდა, მთავრობა სათანადო დონეზე რომ იდგეს და თავის წინამორბედებს ხურდას ისე უბრუნებდეს, როგორც ეკადრებათ, ამ რეალობამდე არ მივიდოდით, მაგრამ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება მისი მხრიდან უფრო საქართველოსადმი არაკეთილსინდისიერ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) დამოკიდებულებაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სრულიბუტაფორიაა, რომლის მიღმა მხოლოდ და მხოლოდ ბნელი ძალების ინტერესები იკვეთება!

სხვა როგორ უნდა გაიგო მათი „ნაცოდვილარი“, როცა ძირითადი აქცენტი ბაჩანა ახალაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე და ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკურ დევნაზეა გადატანილი.

მუ მოიშლით ნერვებს ამ რეზოლუციაზე ფიქრით, რადგან ავროსაბჭო საქართველოს ფეხებზე იკიდებს, ჩვენც ფეხებზე დავიკიდოთ და საკუთარ ქვეყანას მივხედოთ!

ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ერთი გადაწყვეტილება მაინც შემახსენეთ, კონკრეტული (დაჩაგრული) სახელმწიფოს ინტერესებს რომ იყოს მორგებული. მე არ მახსენდება...

P.S. კიდევ კარგი, რეზოლუციაში საქართველოში  ბიძინა ივანიშვილის ფორმალური მმართველობა არ ჩაიწერა, თორემ, ხომ საერთოდ მოგვეჭრებოდა თავი მთელს დუნიაზე!

სასაცილოა, თუმცა, ჩვენთვის უფრო სატირალი, რადგან ეს სწორედ ის ევროპაა, საითკენაც თავქუდმოგლეჯილი მივრბივართ, მაგრამ სირბილისგან აქოშინებულებს კარი დახურული რომ დაგვხდება, ღირდეს მაინც!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: